პარლამენტის გადასვლა თბილისში

კობახიძე: ნამდვილად შეგვაყვარა თავი ქუთაისმა, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ვტოვებთ

სრულდება რიგგარეშე სესია. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დღეს გვქონდა ბოლო სამუშაო დღე ქუთაისში, რაც ძალიან სამწუხაროა, ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ორი წლის განმავლობაში, ზოგისთვის ექვსი წლის განმავლობაში ნამდვილად შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა და ძალიან გულდასაწყვეტია ის, რომ ვტოვებთ სამუშაო პროცესს ქუთაისში. და ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მანდატურებს, რომლებსაც ჰქონდათ რთული სესია და მათ შესანიშნავად და ბრწყინვალედ გაართვეს თავი მათთვის დაკისრებულ ამოცანებს. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა მათ მუშაობისთვის.

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თბილისში გადმოსვლის შესახებ. დღეს ქუთაისის შენობაში ბოლო სხდომა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად, იანვრიდან პარლამენტი მუშაობას თბილისში გააგრძელებს.

კომენტარები