რაც შეეხება საკითხს, კმაყოფილი ვარ თუ არა, ზოგადად, სასამართლოთი და იმ გადაწყვეტილებით, რომ დღეს ლევან მურუსიძე აირჩიეს მოსამართლედ, აქ ცალსახა პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდება. ჩვენ, ერთი მხრივ, გვაქვს გარკვეული წინსვლა სასამართლოში და სასამართლო სისტემაში, ვფიქრობ, სახეზეა ის, რომ სასამართლო სისტემა მნიშვნელოვნად არის გაჯანსაღებული, თუ შევადარებთ იმ მემკვიდრეობას, რაც გვერგო, მაგრამ მეორე მხრივ, მე ვერ ვიტყოდი ცალსახად, რომ ჩვენ გვაქვს ახლა ისეთი კარგი სასამართლო და ისეთი ხარისხიანი სასამართლო, რომელიც კონკურენციას გაუწევდა მსოფლიოს, ვთქვათ, პირველ სამეულში არსებულ სასამართლო სისტემებს. ბუნებრივია, ეს ასე არ არის და შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ჩვენ დავასრულეთ სასამართლოს განვითარება, პირიქით, ჩვენ გვაქვს კიდევ ძალიან გრძელი გზა
ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა