ქართული ოცნება

ბესელია: გუნდურობას ვერავინ მასწავლის, განსაკუთრებით ისინი, ვინც ძალიან ახლები არიან გუნდში

ის ადამიანები, რომლებიც [გვიან შემოუერთდნენ] ჩვენს გუნდს, რომლის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი მე გახლავართ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, გუნდურობაზე ნუ მიმანიშნებს და ვერავინ მასწავლის, რა არის გუნდურობა. რა არის წესების დაცვა, რა არის საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება სხვის ნაცვლად, ამას მე ვერ მასწავლიან ნამდვილად ის ადამიანები განსაკუთრებით, ვინც ძალიან ახლები არიან შემოსული ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. მე არ მინდა, ამაზე შორს წავიდე დღეს, მე აქ დავსვამდი წერტილს

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას გადაწყვეტილებაზე თქვა, რომ "გუნდის ნაწილი იქნება ის, ვინც გუნდის თამაშს თამაშობს. ზოგადად ვამბობ ამას".

კომენტარები