სასამართლო სისტემა

კობერიძე მოსამართლეების სიაზე: "რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა"

ნუთუ ასეა საქმე, რომ წარმოდგენილი ადამიანების გარდა სხვა არჩევანი არ უნდა გვქონდეს? ვიცი, რომ 1-2 მათგანი საკმაოდ კვალიფიციურია, მაგრამ კვალიფიკაცია შეიძლება ნაკლები პრობლემა იყოს, აქ პრობლემა არის უფრო რეპუტაციასთან დაკავშირებით. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მოსახლეობამ საკმაოდ მძიმე პასუხები გაგვცა ბევრ მოვლენაზე, მათ ეს არ შეუკვეთავთ. ხუმრობით რომ ვთქვათ - წინასაახალწლოდ "რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა". მოსახლეობას ნამდვილად არ შეუკვეთავს, რომ ეს ადამიანები სასამართლოში უვადოდ განწესებულიყვნენ

ქართული ოცნების დეპუტატი ლევან კობერიძე პალიტრანიუსის ეთერში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეებზე.

კომენტარები