თეა წულუკიანი

წულუკიანი: ბესელია "ძველი გვარდიის" ერთერთი წამყვანი წევრია და დარჩება მომავალშიც

ქალბატონ ეკასთან არა მხოლოდ გუშინ და შარშან, არამედ 2010 წლის მაისიდან, როცა საქართველოში დავბრუნდი და ოპოზიციას შევუერთდი, მაქვს ძალიან კარგი, რეგულარული, მუდმივი ურთიერთობა და კონტაქტი.

ვთვლი, რომ ის არის სწორედ იმ "ძველი გვარდიის" ერთ-ერთი მთავარი წამყვანი წევრი, რომელზეც პარტიის თავმჯდომარემ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების პროცესში ისაუბრა. ვფიქრობ, ეკა ბესელია არის ის ადამიანი, რომელიც დარჩება მომავალშიც ერთ-ერთ წარმმართველ ფიგურად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეკა ბესელიაზე, რომელმაც გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

კომენტარები