მეუფე იაკობი პეტრეზე: გასაკეთებელს გავუკეთებ, არ ვაპატიებ პატრიარქის ღირსების შელახვას

მე შეიძლება რაღაცა პირადად გავუკეთო, მაგრამ ეხლა არ ვილაპარაკებ, გასაკეთებელს გავუკეთებ. არავის არ ვაპატიებ ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს. ეს არის რუსეთის შემოთავაზება რომ ჩვენი ეკლესია დააკნინონ, პატრიარქს დაარტყან. მე არც რუსეთი მაინტერესებს, არც კონსტანტინოპოლი. ქართველი ვარ, ხოდა ჩემი საქართველოს ეკლესიის ინტერესი მაინტერესებს.ჩვენთვის ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია, ვიდრე ეგ [მეუფე პეტრე]. მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ვიღაცეებმა “გააპრავონ” ეგ. ხოდა, ეკლესიაში მე სიტყვა მეთქმის. თუ მოვინდომე გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია. მერე ყველა დამეთანხმება.

განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ტვ პირველთან ინტერვიუში. მეუფე იაკობი გამოეხმაურა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ "საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები