სასამართლო სისტემა

კობახიძე: მურუსიძის დემონიზაცია მოხდა პოლიტიკური ოპონენტების მიერ

რაც შეეხება მურუსიძეს, მოხდა მისი დემონიზაცია, ეს გაკეთდა პირველ რიგში პოლიტიკური ოპონენტების მიერ. მოხდა დემონიზაცია კონკრეტული ადამიანის, ეს არის მოცემულობა. თქვენ გახსოვთ, 2013 წელს დაინიშნა მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ისე, რომ არავის არ გაუგია ამის თაობაზე. ერთი წელი ისე გავიდა, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც ნაცმოძრაობას, არც რუსთავი ორს, მათ ტელევიზიებს, არც ერთს არაფერი უთქვამს, როდესაც მოხდა მისი ფუნდამენტურად დაწინაურება, ის გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. თუმცა, როგორც კი დაინახეს პოლიტიკურმა ოპონენტებმა, რომ მურუსიძე გახდა დამოუკიდებელი თავისი არსით, მაშინვე დაიწყო პოლიტიკური შეტევა მის წინააღმდეგ, მე არ ვარ მისი არც ადვოკატი, არც პროკურორი, მე არ ვარ უგულავასნაირი ან მელიასნაირი უცოდველი, რომ ქვა ვესროლო მურუსიძეს თუ ნებისმიერ სხვას

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედის ეთერში, ლევან მურისიძის უვადო მოსამართლედ განწესების შესახებ.

კომენტარები