ახალი წელი

ნათელაშვილი: კარგად დაიხსომეთ ჩემი წინასაახალწლო პოლიტეპისტოლე

სადღესასწაულო პერიოდში არ ვაპირებდი ამ თემის გააქტიურებას, მაგრამ ახლა ვუსმენ რა კვირის აქცენტებს, კიდევ ერთხელ გასაგები ხდება, თუ როგორ აპირებენ ოცნება და ნაცები, კვლავ ისევ ორ პოლუსად ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას, რათა ამომრჩეველს ისევ დარჩეს არჩევანი უარესსა და უფრო უარესს შორის. ახლა კარგად დაიხსომეთ ჩემი წინასაახალწლო პოლიტეპისტოლე - სანამ ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ოცნებასა და ნაცებს შორის, ივანიშვილსა და სააკაშვილს, აგრეთვე მათ სატელიტთა შორის, ამ ქვეყანას არასოდეს არაფერი არ ეშველება და სანამ ჩვენ არ დაგვიჭერთ მასობრივად მხარს, მანამდე ეს ქვეყანა იჯდება წუმპეში

წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები