მოდით, გავაერთიანოთ ჩვენი სურვილები და ვინატროთ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება გამარჯვებები!!! ვუსურვოთ წარმატებები ჩვენს ოჯახებს, მეგობრებს, ახლობლებს, უცნობ ადამიანებს!
პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვისი ნდობა და მხარდაჭერა იყო უმნიშვნელოვანესი იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც ჩვენს წინაშე იდგა 2018 წელს.
მადლობას ვუხდი მათ, რომელთა შრომა ქმნის ჩვენს ყოველდღიურობას, რომლებიც ახლაც, ამ საზეიმო წუთებში ქვეყნისა და ქალაქის სამსახურში არიან და ყველაფერს აკეთებენ ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი ბედნიერი ხვალინდელი დღისთვის!
დღეიდან იწყება ახალი უმნიშვნელოვანესი ეტაპი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში - ამ რწმენით შევეგებოთ 2019 წელს!
მჯერა ჩვენი სურვილების ძალის, მჯერა ქალაქის, რომელიც სავსეა სიყვარულით!
ახალ წელს გილოცავთ!