ოთარ კახიძე

კახიძე: ბესელია თანამდებობიდან ივანიშვილის სურვილით გაუშვეს

ჩინჩალაძის გამწესება უზენაეს სასამართლოში უვადოდ არის ივანიშვილის სურვილი და თუ ვინმეს უმრავლესობიდან აქვს რამე პროტესტი ამასთან დაკავშირებით უნდა დააფიქსიროს ბიძინა ივანიშვილის მისამართით ეს პროტესტი, მაგრამ ამას ვერ ბედავენ, იმიტომ, რომ რეალურად მათ ეს თემა არ აღელვებთ, მათ აღელვებთ შიდა კლანური ურთიერთობების გარკვევა.

რაც შეეხება ქალბატონი ბესელიას თემას, იგი ივანიშვილის სურვილით გაუშვეს ამ შემთხვევაში თანამდებობიდან და ეს არ ყოფილა რაღაც პრინციპული საკითხი, რომელიც შემოგვასაღეს საზოგადოებას, რომ რაღაც პრინციპული პოზიციების გამო დატოვა თანამდებობა, ეს ასე არ არის.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე. ცნობისთვის, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ერთი კვირის წინ დატოვა, ამის მიზეზად კი, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა.

კომენტარები