იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

ქუცნაშვილი: კომიტეტში 2 ჯგუფი იყო და ვინც არცერთს არ მივეკუთვნებით, ვიყავით უხერხულად

ვინც საპარლამენტო ცხოვრებაში იყო ჩართული, ყველა ხედავდა, რომ თითონ კომიტეტის შიგნით ორი ჯგუფი იყო შექმნილი. ის ხალხი, ვინც არცერთ ჯგუფს არ მივეკუთვნებით და კანონშემოქმედებითი საქმიანობა გვქონდა, ვიყავით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. გახსოვთ დემონსტრაციულად კომიტეტის სხდომების დატოვება და კვორუმის პრობლემებიც. ეს არ არის ახალი ამბავი, რომ იურიდიული კომიტეტის შიგნით იყო დაპირისპირება პირობითად ეკას და პირობითად ვანოს ჯგუფებს შორის. ეს დაპირისპირება იყო

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა. ცნობისთვის, ერთი კვირის წინ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის პოსტი დატოვა და ამის მიზეზად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაასახელა. მან თანამდებობის დატოვებამდე თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა, რომელიც რამდენიმე დღის წინ აირჩიეს თუმცა, გუშინ ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები