ქართული ოცნება

ოხანაშვილი: კრიზისის ნიშნებიც კი არ არის, ჩვენ ვუფრთხილდებით გუნდის თითოეულ წევრს

კრიზისის ნიშნებიც კი არ არის, ასეთი სიტუაციები ყოფილა სხვა დროსაც. ამიტომ ეს არის მიმდინარე მორიგი პროცესი, სადაც პოზიციები შესაძლოა იყოს სხვადასხვა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს, რომ აქ ადგილი აქვს კრიზისს

ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი. ცნობისთვის, ერთი კვირის წინ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის პოსტი დატოვა და ამის მიზეზად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაასახელა. მან თანამდებობის დატოვებამდე თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა, რომელიც რამდენიმე დღის წინ აირჩიეს თუმცა, გუშინ ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები