ტურიზმის განვითარება

ბახტაძე: სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, საქართველოს დიდი მომავალი აქვს

საქართველოს აქვს დიდი მომავალი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით. ამ მხრივ უკვე არჩეული გვაქვს კონკურენტუნარიანი მიმართულებები. განვაგრძობთ ამ პაკეტის დამუშავებას, რათა არსებული შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დამატებითი ზრდა შემოვიტანოთ ჩვენ ტურისტულ სექტორში. ამ თვალსაზრისით, ტურიზმის განვითარების სტრატეგია მნიშვნელოვნად დაკორექტირდება.

სამედიცინო ტურიზმთან ერთად საქართველოს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს გამაჯანსაღებელ ტურიზმშიც. საინტერესოა, რომ საქართველოში გვაქვს 180-ზე მეტი ადგილი, რომლის ათვისება და განვითარება დამატებით ტურისტულ ნაკადს შესძენს ჩვენს ქვეყანას.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე თქვა, სადაც 2018 წელს საქართველოში ტურიზმის სექტორის შემაჯამებელი სტატისტიკა და სამომავლო გეგმები წარმოადგინა.

კომენტარები