ბათუმის მერია

ბათუმის მერი: სახურავის ჩამოვარდნის გამო გარდაცვლილი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა

მინდა მივუსამძირო იოსებ, ჩვენი სოსო შერვაშიძის ოჯახს. სოსო იყო ჩვენი გუნდის, ჩვენი დიდი ოჯახის წევრი. არაჩვეულებრივი ადამიანი და პროფესიონალი. ძალიან მიმძიმს მასზე წარსულ დროში საუბარი. სოსო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მან იმ დღეს სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვისას საკუთარი სიცოცხლე გასწირა. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სოსოს იცნობდა

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ბათუმში ძლიერი ქარის დროს კორპუსის სახურავის ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. 4 იანვარს ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად კორპუსის სახურავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 პირი დაშავდა. მათგან ერთი დღეს გარდაიცვალა, ხოლო მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

კომენტარები