საშობაო ეპისტოლე

ილია II: სასიხარულოა დაწყებით კლასებში დედა ენის დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია

განსაკუთრებული ზრუნვა გვმართებს მომავალ თაობაზე, რათა შემდეგ მათ საყვედური არ გვითხრან, რომ არ დავეხმარეთ, გაცნობიერებული ნაბიჯები გადაედგათ თავისი ცხოვრების გზაზე. მე ურთიერთობა მაქვს პედაგოგებთან და ნაწილობრივ ვიცი ის პრობლემები, რის წინაშეც დღეს საჯარო სკოლა დგას.სასიხარულოა, რომ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასს გაზრდის და იზრუნებს მათი ავტორიტეტის ამაღლებისთვის; ასევე სასიხარულოა დაწყებით კლასებში დედა ენის დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია

პატრიარქის 2019 წლის საშობაო ეპისტოლე.

კომენტარები