უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

ბაქრაძე: სამწუხაროა, რომ ჩვენმა მთავრობამ არ მიულოცა უკრაინულ სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს

უკრაინელ ხალხს, უკრაინულ ეკლესიას, უკრაინელ მორწმუნეებს ნამდვილად ეკუთვნით დამოუკიდებელი და ავტოკეფალური ეკლესია, ამიტომ მე მინდა მათ ნამდვილად მივულოცო ეს ძალიან სერიოზული მოვლენა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენმა მთავრობამ და ხელისუფლებამ არ მიულოცა უკრაინულ სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს. რაც შეეხება ქართული ეკლესიის პოზიციას, რა თქმა უნდა საბოლოო ვერდიქტი უკრაინის ეკლესიის ცნობასთან და მილოცვასთან დაკავშირებით უნდა ჩამოაყალიბოს ჩვენმა ეკლესიამ, წმინდა სინოდმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები იქნება გააზრებული, იქნება მოფიქრებული და იქნება ისეთი რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესსაც და კანონიკურ კანონმდებლობასაც.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ცნობისთვის, 5 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი ოფიციალურად მოაწერა.

კომენტარები