უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მეუფე ნიკოლოზი: ტომოსი ხომ უნდა წავიკითხოთ, იქნებ შიგნით რა წერია

ტომოსი ხომ უნდა წავიკითხოთ, შიგნით რა წერია, იქნებ რა წერია ამ ტომოსში, როგორ შეიძლება რომ გამოვხატოთ ოფიციალურად. ისე გასაგებია, ყველამ ვიცით, რა ხდება ეკლესიაში, ერთმანეთს ვესაუბრებით და რაც შეეხება პოზიციის გამოხატვას ოფიციალურად, საერთოდ, ყველაფერში უნდა იყოს ადამიანი კორექტული. მით უმეტეს ეკლესია, როდესაც გამოხატავს თავის ოფიციალურ პოზიციას. მერე კიდევ ეკლესიამ როგორ უნდა გამოხატოს პოზიცია თუ ერთიანად არ იმსჯელა ანუ წმინდა სინოდმა თუ არ იმსჯელა და არ გადაწყვიტა. ჩვენ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ და როდესაც შევიკრიბეთ, ტომოსი ჯერ საერთოდ არ ვიცოდით, ახლაც არ არის გამოქვეყნებული. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემდეგ სინოდებზე შევისწავლოთ ეს საკითხი

ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე.

კომენტარები