დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

კობახიძე: ქართული ოცნება არის ერთიანი, რღვევაზე საუბარი ზედმეტია

გუნდის რღვევაზე საუბარი არის ზედმეტი. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, გახსოვთ, შარშან ამ დროს იყო ამაზე მეტი სირთულეები, ეს დასრულდა ერთი დეპუტატის [დავით ჭიჭინაძის] გარიცხვით პარტიიდან, თუმცა, ეს არ ნიშნავდა არავითარ შემთხვევაში გუნდის რღვევას. არის თეორიული რისკი იმისა, რომ შეიძლება მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, ასეთი ერთეული შემთხვევები არ ნიშნავს, ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში "ქართული ოცნების" გუნდის რღვევას. "ქართული ოცნების" გუნდი არის ერთიანი, აქ იყო საუბარი შიდა გუნდებზე, რაც არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც, სამწუხაროდ, გადის გარეთ, ასეთი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. რეალურად, არის ერთი გუნდი, ეს არის "ქართული ოცნების" გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი ლიდერი და თუ საუბარია პერსონიფიცირებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას

ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს

კომენტარები