მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

ბესელია: ძალადობრივ რეჟიმთან ასოცირებული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა არ შეიძლება

სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესები იყო საკმაოდ რთული შიგნით და პირველი წინააღმდეგობრივი პოზიცია გაჩნდა 2017 წელს, როდესაც დადგა საკითხი, რეფორმის პარალელურად მოსამართლეების უვადო დანიშვნის და რა თქმა უნდა, პარლამენტს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში, როცა მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან ჩარევის უფლება არ აქვს, კონკრეტული კანდიდატები როცა ინიშნება და ეს ითვლება ხელისუფლების შტოებს შორის იმ კონსტიტუციური ჩარჩოს დარღვევად, რომელიც გვიკრძალავს ჩვენ, რომ მეორე ხელისუფლების საქმიანობაში ჩავერიოთ. მაგრამ მაშინ ვთქვი, რომ არ შეიძლებოდა ასე სწრაფად უვადოდ მოსამართლების დანიშვნა იმიტომ რომ ვენეციის კომისიამ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა ჩვენს პოზიციას, რომ 2024 წლამდე, ვიდრე სისტემა არ გაჯანსაღდებოდა, იქამდე უვადოდ დანიშვნებისგან ​შეეკავებინა თავი სახელმწიფოს და გამოეყენებინა სააპრობაციო, ანუ დროებითი გამოსაცდელი ვადა. ეს იმიტომ ჩაიწერა, რომ არ შეიძლება ის სისტემა, რომელიც იმ ძალადობრივ რეჟიმთან ასოცირდებოდა. არა ყველა, მაგრამ დიდი ნაწილი. ამ სისტემის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. ტენდენცია დაიწყო ისეთი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის, რომელიც სწორედ ამ რეფორმას და სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა. იმიტომ მქონდა მე შიგნით კრიტიკული პოზიცია. 

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია TV პირველის ეთერში.

კომენტარები