დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: ვინც მლიქვნელობით გამოხატავს თავის ერთგულებას, ვერ ჩავთვლი რომ ჩემი თანაგუნდელია

ეს არ არის ძველების და ახლების დაპირისპირება. ეს არის ფასეულობათა და ღირებულებათა წინააღმდეგობა. მე გუნდს ვუწოდებ იმ ადამიანებს და ასეთად დავინახავ იმ ადამიანებს და ასე ვხედავდი წარსულში, ვინც მთავარ ღირებულებებს არ დაშორდება. ვისაც აერთიანებს მთავარი ფასეულობები თორემ, ის ვინც იმ პოზიციაზე დადგება, რომ კაბინეტით ზომავს და მლიქვნელობით გამოხატავს თავის ერთგულებას, მე ვერ ჩავთვლი, რომ ჩემი თანაგუნდელია და ჩემი ცხოვრების თვითმიზანი ვერ იქნება მასთან ერთად ყოფნა. 

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია TV პირველის ეთერში.

კომენტარები