უგულავა: საქართველოს მთავრობას მართლმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი დგომა ჰგონია

მორიგი სირცხვილი საქართველოს მთავრობისგან. ამათ მართლმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი დგომა ჰგონიათ. ამხელა მოვლენა მოხდა სამართლმადიდებლოში, უკრაინელ ხალხს მაინც მიულოცე! არა აქვს ამას გამართლება, სულ რომ "კორექტულობას" იცავდე, შიდაეკლესიურ მოვლენად მიგაჩნდეს და ჩვენი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას ელოდებოდე. ეს უბრალოდ პოლიტიკური სიბეცე და სირცხვილია.

ვულოცავ უკრაინელებს ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებას. აბა, გამოვიდეს და თქვას ვინმემ, რომ კიევს, სადაც საქართველოს მსგავსად ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა ქრისტეს სახარება, ეს არ ეკუთვნოდა გინდ საეკლესიო წესით, გინდაც პოლიტიკურად

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ეხმაურება, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები