უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

ზვიადაძე უკრაინის ავტოკეფალიაზე: სინოდი იხელმძღვანელებს მხოლოდ კანონიკური განწესებით

უკრაინა არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყანა და ბუნებრივია ამ დამოკიდებულებით ყველა პატივს ვცემთ უკრაინას, მაგრამ არის წმინდა წყლის საეკლესიო კანონი და ასეთ შემთხვევაში წმინდა სინოდი იხელმძღვანელებს მხოლოდ და მხოლოდ კანონიკური განწესებით. [...] დღეს საქართველოს ეკლესიას ჰყავს უაღრესად განათლებული მღვდელმთავრები ამ საკითხებში. წმინდა სინოდი არის უაღრესად კომპეტენტური. დარწმუნებულები ვართ, რომ წმინდა სინოდი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება დაეფუძნება იმ საეკლესიო კანონებს, რომელიც არის მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა საეკლესიო კრებაზე როგორც ერთადერთი და ყველაზე არსებითი განმსაზღვრელი ასეთ საკითხებში გადაწყვეტილების მისაღებად.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე უკაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ საუბრობს. მის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 5 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი ოფიციალურად მოაწერა. საქართველოს საპატრიარქოს ამ საკითხზე თავისი პოზიცია ამ დრომდე ამ დაუფიქსირებია.

კომენტარები