ქართული ოცნება

ქუცნაშვილი: ფიცხი იმერული ხასიათის მიუხედავად, ივანიშვილს მიდგომების რევიზია ახასიათებს

მიუხედავად მისი ფიცხი იმერული ხასიათისა, მას ხშირად ახასიათებს მიდგომის რევიზია, და არ არის დოგმატური პიროვნება, რომ რაღაცა პოზიცია შეარჩიოს და ამ პოზიციას ჩაყვეს ბოლომდე. მე ხშირად ვყოფილვარ მომსწრე იმისა, რომ მას მოუხდენია თავისი პოზიციის რევიზია, ასე რომ არ გახლავთ ის დოგმატიკოსი და ამიტომაც ვიძახი, რომ ის ფიქრის რეჟიმშია მეთქი, არ მომისმენია მისი საჯარო პოზიცია, ხოლო რა განცხადებებიც გაკეთდა დახურულ სამუშაო შეხვედრებზე, იძლეოდა ორივე დასკვნის გაკეთების საშუალებას - რაღაცა აზრით ერთი ჯგუფის მხარეს იყო, რაღაცა აზრით - მეორე ჯგუფის. ამიტომ, მე ვისურვებდი და ასეც არის რეალობაში, რომ ეს ფიქრის რეჟიმი დასრულებულიყოს სწორი გადაწყვეტილებით

ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პალიტრანიუსის ეთერში ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესსა და ქართული ოცნების დეპუტატების დაპირისპირების საკითხზე ბიძინა ივანიშვილი "ფიქრის რეჟიმშია".

კომენტარები