ქართული ოცნება

ქუცნაშვილი: "ოცნებისთვის" ტრაგედია არ არის 20-30 დეპუტატის დაკარგვა

პოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით, დღეს უკვე ქართული ოცნებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს უმრავლესობიდან თუნდაც 10, თუნდაც 20, თუნდაც 30 დეპუტატის გასვლა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ის მაინც უმრავლესობაში იქნება და მეორე მხრივ, პოლიტიკა ხომ მკაცრი კანონების სამყაროა, სადაც ინტერესები პრევალირებს და არა ხშირ შემთხვევაში სამართლიანობა და ობიექტურობა. წარმატებული მართვა სწორედ იქ არის, სადაც შეძლებ, რომ სამართლიანობა და ობიექტურობა დაამთხვიო ინტერესებს და არა პირიქით, ინტერესების ქვეშ მოაქციო სამართლიანობისა და ობიექტურობა. ასე რომ ოცნებისთვის დღეს ტრაგედიას არ წარმოადგენს, არც 10, არც 20 დეპუტატის დაკარგვა. სასიამოვნო არ არის, მაგრამ არც ტრაგიკული არ არის

ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პალიტრანიუსის ეთერში, საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ.

კომენტარები