უზენაესი სასამართლო

გოგიჩაიშვილი: მე თუ პრობლემა ვარ, აღარ მომცემენ ხმას, მაგრამ ჩინჩალაძე იქნება სულ

ეს არ არის ლევან გოგიჩაიშვილის მხარდაჭერა, წყალსაც წაუღია. მე არ ვარ პრობლემა, მე თუ პრობლემა ვარ, გადამირჩევენ 2020 წელს... მარტივია, აღარ მომცემენ ხმას და ვეღარ ვიქნები დეპუტატი, მაგრამ ჩინჩალაძე იქნება სულ, ამაზეა საუბარი. ამიტომ, მე როგორ მივიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთან მიმართებით ცვალებადია და მასთან უცვლელი, წარმოუდგენელია. მე მგონია, რომ ეს არის ისტორიული, უმნიშვნელოვანესი პროცესი და ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი სახელმწიფოს მომავალი სასამართლოს მიმართულებით დღეს

ქართული ოცნების დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე, TV პირველის ეთერში.

კომენტარები