სააკაშვილი: ხაზარაძის გამო ივანიშვილი ქვეყანას თავზე მოაჯდა, არ იმსახურებს თანაგრძნობას

ხაზარაძე ადამიანურად არ იმსახურებს თანაგრძნობას, ვინაიდან პირადად შეიტანა დიდი წვლილი იმაში, რომ ივანიშვილი თავზე მოჯდომოდა ქვეყანას. თუმცა, სამართლებრივად ეს საქმე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 2019 წელს 2008 წლის ამბებზე "საქმის შეკერვა" ივანიშვილის კანტორად ქცეული პროკურატურისთვისაც კი ყველა ჩარჩოებს სცდება. ივანიშვილს ამოძრავებს მხოლოდ ერთი ინსტინქტი - დარჩეს ქვეყანაში ერთადერთ მძარცველად და მევახშედ. თუ ეს გამოუვიდა, ძარცვის მასშტაბები მხოლოდ გაიზრდება. ამიტომ, ამ საქმეში ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლის უზენაესობის მხარეს, რადგან სანამ ივანიშვილი არსებობს, სამართლის უზენაესობა მიუღწეველ ფანტაზიად რჩება. დიაგნოზი იგივეა რაც ადრე, დაავადების განსაკურნად სასწრაფოდ საჭიროა ამ პარაზიტის მოკვეთა, რითაც ყველანი ვიქნებით დაკავებული წელს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები