დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

კახიანი უმრავლესობიდან ბესელიას გარიცხვაზე: ეს იქნება დამოკიდებული თავად ეკას ქმედებებზე

მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა არ ყოფილა და იმედი მაქვს, რომ ეს მსჯელობა არც მოგვიწევს. მაგრამ მნიშვნელოვანწილად ეს იქნება დამოკიდებული თავად ეკას ქმედებებზე. [...] იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში, მისი უმრავლესობიდან გაყვანის თაობაზე, თუმცა რა თქმა უნდა გუნდურობის პრინციპი, გუნდურობის იდეა უნდა იყოს დაცული და თუ დაპირისპირება იმდაგვარ სახეს მიიღებს, რომ უკვე ერთად ყოფნა იქნება შეუძლებელი, ბუნებრივია ამის შემდგომ უკვე შესაბამისი მსჯელობებიც იქნება.

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი უმრავლესობიდან ეკა ბესელიას შესაძლო გარიცხვის შესახებ საუბრობს.

კომენტარები