მოსამართლეთა სია

ზურაბიშვილი მოსამართლეების სიაზე: არაფერს ვურჩევ მთავრობას, პრეზიდენტს არ აქვს კომპეტენცია

პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რამე რჩევა თუ მითითება, თუ როგორ უნდა შედგეს სია. ეს არის გადასაწყვეტი იმ პირებისგან და იმ შტოებისგან, რომლებიც არიან მონაწილე ამ პროცესის, ანუ ამ შემთხვევაში საკანონმდებლო და სასამართლო შტო.

პრეზიდენტი ამ პროცედურაში არ არის გათვალისწინებული და მე შემიძლია ვიყო მხოლოდ საზოგადოების მხარეს და ვთქვა ის თუ რა არის მოლოდინი საზოგადოების და არამხოლოდ საზოგადოების, არამედ იმპერატივი დემოკრატიული ქვეყნის, რომ არსებობდეს შენარჩუნებული და ამაღლებული იყოს ნდობა სასამართლოს მიმართ.

მე პირადად არაფერს არ ვურჩევ, იმიტომ, რომ მე პირადი პირი არ ვარ, მე ვარ პრეზიდენტი ქვეყნის, მე წარმოვადგენ ინსტიტუტს და ამ ინსტიტუტს არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რამე რჩევა ან რეკომენდაცია 

არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის ამაში [რომ მე პრეზიდენტი ვარ], შეგასწორებთ, ეს არის დამსახურება ქართველი ხალხის თუ მე ვარ დღეს საქართველოს პრეზიდენტი და მათი ნდობნის შედეგი. და ამ ნდობის სწორედ მე უნდა ვიყო ღირსი და ვიქნები ამ ნდობის ღირსი, თუ მე ჩემს კომპეტენციას შევასრულებ ბოლომდე და არ გადავალ იმ ზღვარს, რომელიც არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, რას ურჩევს მთავრობას და მმართველ გუნდს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ სიასთან დაკავშირებით.

კომენტარები