ზურაბიშვილი: ჩემი პრეზიდენტობა ხალხის ნდობის დამსახურებაა და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის

მე პირადად არაფერს არ ვურჩევ [მთავრობას მოსამართლეთა სიის შესახებ], იმიტომ, რომ მე პირადი პირი არ ვარ, მე ვარ პრეზიდენტი ქვეყნის, მე წარმოვადგენ ინსტიტუტს და ამ ინსტიტუტს არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რამე რჩევა ან რეკომენდაცია.

არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის ამაში [რომ მე პრეზიდენტი ვარ], შეგასწორებთ, ეს არის დამსახურება ქართველი ხალხის თუ მე ვარ დღეს საქართველოს პრეზიდენტი და მათი ნდობის შედეგი. და ამ ნდობის სწორედ მე უნდა ვიყო ღირსი და ვიქნები ამ ნდობის ღირსი, თუ მე ჩემს კომპეტენციას შევასრულებ ბოლომდე და არ გადავალ იმ ზღვარს, რომელიც არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია

სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მისი პრეზიდენტობა მმართველი გუნდის დამსახურებაა, რას ურჩევს ხელისუფლებას უზენაესუი სასამართლოს მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები