პრეზიდენტი: თუ კონსტიტუციაში ხარვეზია, სხვებმა უნდა იმსჯელონ, მე დავემორჩილები

არ ვიცი, იქნება თუ არა საუკეთესო მექანიზმი [რომ პრეზიდენტს დაუბრუნდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების წარდგენის უფლება], ეს იქნება დიდი პასუხისმგებლობა და არ ვიცი, რა უნდა ვისურვო, თუ ასე დგას საკითხი.

ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ დღეს, პრეზიდენტი ვერ იტყვის, რომ კონსტიტუციაში არსებობს რამე ხარვეზი, რომელიც გამოსასწორებელია. ეს არ არის ჩემი სათქმელი. თუ კონსტიტუციაში არის რამე ხარვეზი, ეს არის იმ ადამიანების გადასაწყვეტი, რომელიც მსჯელობენ ამაზე. ანუ კანონმდებელმა უნდა იმსჯელოს და თუ რამე მიიჩნია ხარვეზად ან მან ან საზოგადოებამ, რომელთან ერთადაც მსჯელობს კანონმდებელი, იმათი გადასაწყვეტია და მე მხოლოდ მორჩილი ვიქნები იმისა, რაც ამ კუთხით გადაწყდება

სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, უნდა დაუბრუნდეს თუ არა პრეზუდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის უფლება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თაკო ჩარკვიანი

კომენტარები