ზურაბიშვილი ნარკოპოლიტიკაზე: ციხის სასჯელი ამ ძალიან სერიოზულ სენზე პასუხი არ არის

არ მიმაჩნია, რომ ციხის სასჯელი იყოს პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე და ეს არის სენი, ჩემი გაგებით - საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე და პიროვნულად ასევე ძალიან მძიმე.

იმის თქმა, რომ ციხის სასჯელი არ არის პასუხი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სრულიად ინერტული და პოლიტიკა არ გვქონდეს ამის მიმართ. სახელმწიფოს ევალება ბევრად უფრო აქტიური პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ სხვადასხვა სფეროს - რეაბილიტაცია, სპორტი, გაფრთხილება, ინფორმაცია, კამპანია სკოლებიდან დაწყებული და ასევე შემდეგ

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნარკოპოლიტიკაზე.
მოკლე ბმული: