რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობაზე: არ ვარ მზად, რომ მთავრობას ამ კუთხით რამე რჩევა მივცე

როგორც იცით, მანდატია ექვსწლიანი, ძალიან ძნელი სათქმელია, რა მოხდება ამ ექვსი წლის ვადაში, ძალიან ბევრი რამ იცვლება საერთაშორისო დონეზე და ძალიან სწრაფად, მაგრამ დღევანდელ დღეს, დღევანდელ პირობებში, სანამ მე არ დავინახავ, რომ არის რაღაცა წინაპირობები იმისთვის, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დაარქვით თუ დიალოგი თუ რამე ფორმის ახალი ურთიერთობა, რომელიც ჩემი აზრით, ვერ იქნება თუ არა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ერთად, მე არ მგონია, რომ დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალება, რომ საქართველო რუსეთთან იყოს რამე ურთიერთობაში, საწყის ურთიერთობაში ისე, რომ ეს არ იყოს თავის უახლოეს პარტნიორებთან შეთანხმებული.

ეს არის დღევანდელი ჩემი ხედვა ამ საკითხის მიმართ, მე არ ვარ მზად იმისთვის, რომ მთავრობას ან კანონმდებელ ორგანოს, დღეს ამ კუთხით რამე რჩევა მივცე.

როცა მექნება ჩემი პირველი ვიზიტები, როცა უფრო აქტიურად ვიქნები ჩართული ამ საერთაშორისო ურთიერთობებში, როემლსაც ჩამოვშორდი რამდენიმე თვე თუ წელია, მაშინ შეიძლება მე თავი ვიგრძნო უფრო მზად იმისთვის, რომ რამე კუთხით მივცე რჩევა დღევანდელ ხელისუფლებას

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, მისცემს თუ არა რჩევას ხელისუფლებას, რომ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

კომენტარები