სალომე ზურაბიშვილს პრესკონფერენცია

ოთო კახიძე: წარმოუდგენელია, რომ პრეზიდენტს მართლმსაჯულებაზე პოზიცია არ ჰქონდეს

სალომე ზურაბიშვილი არ არის არჩეული პრეზიდენტად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შედეგად. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს. მას არ ესმის, რომ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხია, მართლმსაჯულება როგორი უნდა იყოს ქვეყანაში და წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირს, პრეზიდენტს ამაზე პოზიცია არ ჰქონდეს, ასევე, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მეგობარ, პარტნიორ სახელმწიფოს არ მიულოცო უდიდესი წარმატება. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში, მათ შორის, პრეზიდენტი წარმოადგენს და ესეც გაუგებარია, რატომ არ აფასებს ამ მოვლენას. რაც შეეხება ცილისწამების საკითხს, აქაც საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ჯერ ამბობს, რომ თითქოს, კომპეტენცია არ ჰყოფნის, რომ პოზიცია დააფიქსიროს მართლმსაჯულების საკითხზე, სამაგიეროდ კომპეტენტურად გვევლინება საკმაოდ მავნებლური იდეის შემოთავაზებაში, რაც გულისხმობს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციის შესახებ.

კომენტარები