უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

მიქაუტაძე: არ შეიძლება კრებსითად ბრალდებების წამოყენება, პასუხები ინდივიდუალურად გასაცემია

თითოეული კანდიდატი, რომელიც ჩვენ გვყავდა წარმოდგენილი, მზად არის, რომ სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ კრიტერიუმს და ნებისმიერ რეგულაციას, რომელიც შემუშავდება, დაექვემდებაროს და საერთო წესით გასცეს პასუხი ყველა კითხვას. ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება კრებსითად რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. ეს არის ინდივიდუალურად, თითოეული კანდიდატურის მიერ გასაცემი პასუხები კითხვები. დრო მოვიდა მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ, თითოეულ კანდიდატთან თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი ეს შეკითხვები და პრეტენზიები. თითოეული კანდიდატი მზად არის აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ გასცეს ამ შეკითხვებს პასუხი

იუსტიიის უმაღლესი საბჭოს მდივანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს. გიორგი მიქაუტაძემ ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კომენტარები