კაპანაძე: "ოცნებისგან" არ მოგვისმენია, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ დარჩება სასამართლო

არცერთ ეტაპზე არც ივანიშვილისგან, არც კობახიძისგან და არც ქართული ოცნების მესვეურებისგან ჩვენ არ მოგვისმენია პოლიტიკური ნების გამოხატვა, რომ ეს სია არ გავა. უფრო სწორად, სიის გასვლა-არგასვლა კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ დარჩება სასამართლო. ამაზე საუბარი ჩვენ არ მოგვისმენია, ჩვენ მოვისმინეთ რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რომ კრიტერიუმები იქნება დამუშავებული - იმ მიზნით როგორც ჩანს, რომ ამ სიაში არსებული მოსამართლეების დიდი ნაწილი ახალ კრიტერიუმებს მოარგონ და უფრო უკეთ იყოს გამართლებული ამ ხალხის უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესება. საუბარია მოსამართლეებზე, რომლებიც ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვეულებრივი ყურმოჭრილი მონები იყვნენ ივანიშვილის და მის ყველა დავალებას ასრულებდნენ. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებისთვის სასამართლოს ხელში ჩაგდება არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

პარლამენტის წევრი "ევროპული საქართველოდან", სერგი კაპანაძე ეხმაურება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია განახლდება. ამ პროცედურების და კრიტერიუმების გავლა მოუწევთ პარლამენტში უკვე წარდგენილი სიის წევრებსაც. კაპანაძის კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს კახეთის ინციდენტზე: არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს

კომენტარები