უზენაესის მოსამართლეების სია

ბესელია: გუნდურობა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი უნდა განვასხვავოთ

ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ეს არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, მისი წარმომადგენელი რა გადაწყვეტილებას იღებს მისი სახელით და რატომ.

ჩვენ თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს, ვინ იქნება მისი და მისი მომავლის განმსჯელი მოსამართლე, იქნებიან ისინი მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლეები, თუ მოსამართლეები, რომელთაც აქვთ მაღალი სანდოობა, შეუვალობა, პრინციპულობა, ავტორიტეტი და ისეთი წარსული, რომელიც არ არის დაკავშირებული სასტიკ ძალადობრივ რეჟიმთან და უსამართლობასთან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტში პრესკონფერენციას მართავს. იგი თანამდებობიდან წასვლის მიზეზებსა და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეების საკითხზე საუბრობს.

კომენტარები