უზენაესის მოსამართლეების სია

ბესელია: ჩემი უმრავლესობაში დარჩენა სიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული​

ეს არის ჩემთვის მთავარი მიზანი, რისთვისაც მთელი სიცოცხლე ვიბრზოდი და არ მეგულება არაფერი რაც ამ ყველაფრის საპირწონე იქნება და აქვე პირდაპირ ვამბობ, მუდმივად ისმის კითხვები, წავალ, თუ დავრჩები, კიდევ უფრო მდაბიო შეფასებები, ვინ ვის გარიცხავს, ეს ყველაფერი არის მეასეხარისხოვანი ჩემთვის. ეს ყველაფერი არის უმნიშვნელო იმასთან შედარებით რაზეც ვსაუბრობთ, პირადად ჩემთვის უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით. მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან დაკავშირებული სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან, ესაა ჩემი მკაფიო პოზიცია. მე გავაგრძელებ ბრძოლას თანამოაზრეებთან ერთად იმისთვის, რომ მაშინ, როცა არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენს ქვეყანას დავუტოვოთ გამართული, ჯანსაღი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომელიც არის გარანტი დემოკრატიის.

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდოამრე ეკა ბესელია, თანამდებობიდან წასვლის შესახებ საუბრობს. ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დეკემბრის ბოლოს დატოვა, ამის მიზეზად კი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა.

კომენტარები