დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: პროფესიული ეთიკა არ მაძლევს უფლებას, ღიად დავუპირისპირდე ადამიანს, ვისაც ვიცავდი

ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის ჩემი ყოფილი პროფესიის, ადვოკატის ეთიკა არასდროს არ მაძლევდა იმის უფლებას, ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც მე ვიცავდი და მათ შორის, ვიცავდი ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც ადვოკატი.

მე არ მიმაჩნია, რომ ღია და საჯარო დებატები თუ ღია კონფლიქტები და დახურული საუბრების საჯაროდ გამოტანა არის ის ფორმა და ის მაღალი პოლიტიკური კულტურა ან ეთიკა, რომელიც რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ პროცესს რამეს შემატებს, მაგრამ არასოდეს მოვრიდებივარ, განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც, როდესაც ეს პოზიცია მქონდა

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე.

კომენტარები