დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: ივანიშვილის შეფასება არ არის სიმართლე, სიმართლეა ის, რაც მე ვთქვი

ბიძინა ივანიშვილის განცხადების ის ნაწილი, რომელიც ეხება ამ პროცესის [მოსამართლეთა შერჩევა] შეჩერებას და კანონში ცვლილებების შეტანას, რაც ემთხვევა იმ მიზანს, რაც გვქონდა და რაც იყო ჩვენი საერთო პოზიცია, მე ამას, რა თქმა უნდა, მივესალმები და, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ იმ ნაწილს, რომელიც ეხება კონკრეტულ გარემოებას თუ შეფასებას ჩემთან დაკავშირებით, ის არ არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რაც მე ვთქვი. მე არ მიმაჩნია, რომ გუნდურობის წესები დაირღვა, როდესაც გედი ფოფხაძის კანდიდატურა დავასახელე და აირჩა პირველ მოადგილედ. იმიტომ, რომ ეს იყო ბევრად უფრო ადრე შეთანხმებული პარტიის ხელმძღვანელთანაც, ასევე, კომიტეტის სხდომის ჩატარებამდეც მქონდა საუბარი რამდენიმე დღით ადრე პარლამენტის თავმჯდომარესთან, განსხვავებულ პოზიციებზე დავრჩით, მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, დაასახელოს პირველი მოადგილე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ "იგი წავიდა გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ".

კომენტარები