საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ეპისკოპოსი სპირიდონი: უდიდესი მადლობა შევწიროთ სოსო ჯუღაშვილს, სტალინს

პირველ რიგში ჩვენ პატრიარქ ილია II-ს უნდა გადავუხადოთ უდიდესი მადლობა. რომ არა პატრიარქის ღვაწლი 1990 წელს - მისი უდიდესი ღვაწლით, ძალით, ლოცვით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ სცნო ჩვენი ავტოკეფალია. ეს იყო პატრიარქის უდიდესი დამსახურება. წარმოიდგინეთ, ჩვენ რო ეს არ გვქონდეს, რა დღეში ვიქნებოდით. 

ასევე, უდიდესი მადლობა შევწიროთ სოსო ჯუღაშვილს, სტალინს, რომლის ძალისხმევითაც რუსეთის ეკლესიამ სცნო საქართველოს ავტოკეფალია 1943 წელს და აღადგინა ჩვენთან ურთიერთობები. 

თქვა სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ დღეს, 2019 წლის 15 იანვრის ქადაგებისას.

კომენტარები