საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მეუფე სპირიდონი მეუფე პეტრეს: პიდარასტობის დაკანონება რომ უნდათ, იმათი რუპორი ხარ

​უგუნური ხარ, ჭკუა დაკარგული გაქვს. ვისი რუპორი ხარ - ვისაც უნდა, რომ საქართველოს ეკლესიაში შფოთი ატეხოს. ვინ არის ეს? - კარგად ვიცი, ვინც არის - ვინც ტრანსგენდერობას და ბოდიში და პიდარასტობას ჰომოსექსუალობას მთელ მსოფლიოში აკანონებს და ახლა მიიღეს ის კანონები, რომ თუ ტრანსგენდერებზე ცუდ რამეს იტყვის, ციხეში გაგიშვებთო. ახლა დაბადების მოწმობაში აღარ უწერენ არც ქალს, არც კაცს - რო გაიზრდება, თვითონ გაარკვევს, ქალია თუ კაციაო. იმათ უნდათ, რომ ეკლესიაში შფოთი იყოს, ისინი სწამებენ ეკლესიას ცილს და შენც მაგათი რუპორი ხარ. გეუბნები, ჩემო ძამიკო, შენ უნდა გიტარონ ცოცხალთათვის პანაშვიდი. 

სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა დღევანდელ ქადაგებაზე როგორც რასისტული, ასევე ჰომოფობიური და ტრასნსფობიური განცხადებები გააკეთა.  ის მეუფე პეტრეს მიმართავს, რომელმაც პატრიარქი გააკრიტიკა და თქვა, რომ "დაიმსხვრა მითი მისი მწყემსი კეთილობის შესახებ". 

კომენტარები