კორუფცია

კალაძე: არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ იქნება შემჩნეული კორუფციის ნიშნები

მინდა, მოადგილეებს საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, გამგებლებს მივმართო - მაქსიმალური ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. წლის დასაწყისშიც ვისაუბრეთ ამაზე და ახლაც მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილოთ, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ იქნება შემჩნეული რაიმე კორუფციის ნიშნები. ვიქნებით უმკაცრესები, ამიტომ ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური ყურადღება, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ყურადღებით ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ჰქვია მოსახლეობის კეთილდღეობა და ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა გააჩნია, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, გვერდით დავუდგეთ, მაგრამ ეს კორუფციისა და გადაცდომის სახით არ უნდა ხდებოდეს. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით ძალიან მკაცრები.

თბილისის მერი კახა კალაძე მიმართავს მოადგილეებს და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, კორუფციასთან ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.

კომენტარები