უზენაესი სასამართლო

მეთოფიშვილი: ბესელიასნაირ პოლიტიკოსებს სურთ "ჯიბის" სასამართლოდ აქციონ უზენაესი სასამართლო

სამარცხვინოა და ყოვლად დაუშვებელია, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები (ვგულისხმობ ბესელიასნაირ პოლიტიკოსებს), დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის, ანუ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას.

უბრალოდ წარმოიდგინეთ ბესელიამ და მისნაირმა პოლიტიკოსებმა ბოლო დღეებში მიზანმიმართულად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით როგორი უზარმაზარი ზიანი მიაყენეს საკუთარი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების, ანუ საკუთარი ქვეყნის მესამე ხელისუფლების რეპუტაციას.

ვეკითხები საზოგადოებას - რა არის ეს, თუ არა სამარცხვინო უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან?

ისმის კითხვა რატომ აკეთებენ ამას? პასუხი მარტივია - ცდილობენ მოიპოვონ გავლენა სასამართლო სისტემაზე და “ჯიბის” სასამართლოდ აქციონ უზენაესი სასამართლო!

სწორედ ამისთვის იბრძვიან ამჟამად, სწორედ ამიტომ შეეცდებიან შეიტანონ ცვლილება კანონში და საბჭო ვალდებული გახადონ, ამ პროცესში ჩართონ პოლიტიკოსები და პოლიტიზირებული არასამთავრობო სექტორი და მათი ჩართულობით შეირჩეს მათთვის სასურველი კანდიდატები.

იმედია, ხელისუფლების უმრავლესი მაწილი არ ფიქრობს ასე და გააგრძელებს დემოკრატიულ რეფორმებს სასამართლოში, რაც დაეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მიმართული იქნება სისტემის მეტი დამოუკიდებლობისკენ

წერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები