უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

წულუკიანი: ჩემგან მოსამართლეობის კანდიდატების შეფასება სამართლებრივადაც გაუმართლებელია

ახალი კონსტიტუციით და კანონით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან, წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა ყველა იმ ორგანიზაციამ, რომელიც დემოკრატიის მშენებლობის პროცესში არის ავტორიტეტული შემფასებელი, პირველ რიგში, ვენეციის კომისიას ვგულისხმობ, მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოირიცხა მთავრობის მონაწილეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ გამოირიცხა იუსტიციის მინისტრის ნებისმიერი როლი მოსამართლეთა შერჩევის პროცესში და გამოირიცხა პრეზიდენტის როლი მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. რეალურად, ახალი საკანონმდებლო ნორმებით, ამ პროცესში მხოლოდ და მხოლოდ მონაწილეობს მართლმსაჯულება და საკანონმდებლო ორგანო. აქედან გამომდინარე, ჩემი მხრიდან რომელიმე კანდიდატის პიროვნული შეფასება, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად იქნებოდა გაუმართლებელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე რომელიმე კანდიდატზე არ მაქვს ჩემი კონკრეტული აზრი, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს აზრი ან პოლიტიკურად ან სამართლებრივად გამართლებულია, რომ საჯაროდ განვაცხადო. 

რაც შეეხება თვითონ სიის წარდგენას, მე ვფიქრობ, ისევე, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დიდი უმრავლესობა, რომ ეს სია ნაჩქარევად იყო შედგენილი და ახლა პროცესი არის დადებით ტალღაზე, პროცესი ემსახურება კრიტერიუმების ჩამოყალიბებას და მათ შორის იმაზე მსჯელობასაც, მომავალში კანდიდატად უნდა იყოს თუ არა წარდგენილი ისეთი ადამიანი, რომელსაც თავისი ხელით, მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილება ან განაჩენი არასდროს შეუდგენია. შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს. ამაზე პასუხებია გასაცემი, მთავარია, სწორი კითხვები დაისვას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პასუხობს ჟურნალისტის კითხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ

კომენტარები