ჩუგოშვილი მეთოფიშვილზე: ეს განცხადებები მათ ისედაც დაზიანებულ რეპუტაციას მეტად აზიანებს

ბატონი მეთოფიშვილი სამწუხაროდ დიდი ხანია გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს და იმ ჩარჩოებს, რა ჩარჩოებშიც შეიძლება მოსამართლე აფიქსირებდეს თავის პოზიციას. მე, უბრალოდ, რჩევის სახით იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს მინდა ვუთხრა, რომ ეს განცხადებები მათ ისედაც დაზიანებულ რეპუტაციას დამატებით აზიანებს, ძალიან ცუდად წარმოაჩენს მათ სახეს და დაფიქრდნენ კარგად ეს განცხადებები მათ ეხმარება თუ პირიქით, ძალიან ხელს უშლით. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებაზე. მეთოფიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ "სამარცხვინო და ყოვლად დაუშვებელია, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები (ვგულისხმობ ბესელიასნაირ პოლიტიკოსებს), დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის, ანუ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას". მისივე შეფასებით, "ბესელიასნაირი პოლიტიკოსები ცდილობენ, მოიპოვონ გავლენა სასამართლო სისტემაზე და “ჯიბის” სასამართლოდ აქციონ უზენაესი სასამართლო".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები