არჩევნები 2018

Freedom House-ს წარმომადგენელი: ქართული დემოკრატია ნამდვილად სერიოზული საფრთხის წინაშეა

დღეს საქართველოს დემოკრატია ნამდვილად სერიოზული საფრთხის წინაშეა. საპრეზიდენტო არჩევნები ამის დასტური იყო. ჩატარებული [არჩევნების] სტანდარტი საქართველოსთვის იმაზე დაბალი იყო, ვიდრე ჩვენ ველოდით... განსაკუთრებით, მეორე ტურში, როდესაც ვალების ჩამოწერის პროგრამა გამოცხადდა, რომელიც არსებითად ამომრჩევლისთვის პოლიტიკური ინიციატივის მიცემას წარმოადგენდა, რათა მათ მთავრობის დე ფაქტო კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი. ეს ბევრ შეშფოთებას აჩენს პოლიტიკური გავლენის, და არაფორმალურად პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის თაობაზე. ეს საქართველოში დიდი ხანია, ბოლო ექვსი წელია, რაც შეშფოთების საგანია... და როდესაც ამის ჩვენება ასე ცხადად და ღიად ხდება საქართველოსთვის რთულ დროს, ეს პრობლემაა… პრობლემა, რასაც ვაწყდებით, არის ერთი დომინანტი ფიგურა, რომელიც ძალიან ღიად საუბრობს პოლიტიკურ სისტემაზე მისი გავლენის და კონტროლის შესახებ

ამერიკის ხმის ცნობით, თქვა ფრიდომ ჰაუსის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ნეით შენკანმა.

კომენტარები