ნათელაშვილი აფეთქებაზე: ეს ტრაგედია სახელმწიფო კორუფციისა და უპასუხისმგებლობის გამო მოხდა

საშინელი ტრაგედია მოხდა, უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და სრულიად საქართველოს. ეს შესაძლებელი გახდა სახელმწიფო კორუფციისა და უპასუხისმგებლობის გამო, როგორც მოგეხსენებათ, "ყაზტრანსგაზი" ხელში ჩაიგდო კახი კალაძემ და მაფიოზა ბეჟუაშვილმა, რომლებმაც გააფორმეს ოფშორში და გადავიდნენ მარტო გადასახადის ამოგლეჯვაზე და უსაფრთხოება დაიკიდეს ფეხებზე.

მე მოვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს ეს ორი დამნაშავე პერსონალურად დ დამონტაჟდეს სენსორები ყველა ოჯახში ქალაქსა და სოფელში, სადაც გაზია შეყვანილი. იმიტომ, რომ ჩვენ წელიწადში ვკარგავთ 30-ზე მეტ ადამიანს გაზის აფეთქების შედეგად და უპასუხისმგებლობის გამო უპირველესად

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დიდ დიღომში მომხდარ აფეტქებაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები