აფეთქება დიდ დიღომში

ელისაშვილი: როგორ შეიძლება ჩაუბარებელ სახლში ცხოვრობდეს ხალხი, საქმე გვაქვს კორუფციასთან

როგორ შეიძლება, ექსპლუატაციის გარეშე, ჩაუბარებელ სახლში ცხოვრობდეს ხალხი. საქმე გვაქვს კორუფციასთან. სად იყო ზედამხედველობის სამსახური. ვერ დაინახეს, რომ იქ ოჯახები იყვნენ შესახლებულები. ან სად იყო ყაზტრანსგაზის უსაფრთხოების სამსახური, როგორ შესახლდა იქ ხალხი, როდესაც არ იყო შემოწმებული.

ვიღაცამ სადღაც გადაიხადა. ჩვენ გვაქვს საქმე თბილისის მერიის კორუფციასთან, რომელიც ქართული ოცნების ხელში საერთოდ გაიხრწნა და ამის ტრაგიკულ შედეგებს ვხედავთ ჩვენ

სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე. ცნობისთვის, კორპუსი, რომელიც გუშინ სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, ექსპლუატაციაში არ იყო შესული. თბილისის მერიის განმარტებით, 2009 წლის საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ე.წ "ჩაუბარებელ" კორპუსში ცხოვრება შეიძლება. ამასთან, სამშენებლო კომპანიის "ელ ჯგუფის" ინფორმაციით, მათ დაწერილი ჰქონდათ განცხადება და კორპუსი ექსპლუატაციაში თებერვალში უნდა მიეღოთ.

კომენტარები