აფეთქება დიდ დიღომში

ხოშტარია: მაინც მოახერხა ოცნებამ, რომ მთაწმინდის გამოსაქანებელი ფართის დისკუსია გახდეს მთავარი

ამხელა უბედურება მოხდა ქალაქში და მაინც მოახერხა ოცნებამ მთაწმინდის გამოსაქანებელი ფართის დისკუსია გახდეს მთავარი. კრიტიკულ მომენტებში ესეთი ინსტინქტების გამოვლენა ბევრზე მეტყველებს - უპასუხისმგებლობაზე, სიმდაბლეზე, უუნარობაზე, როგორც მინიმუმ

წერს ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია თბილისის მერის განცხადებაზე. კახა კალაძემ ოპოზიციას კრიტიკის საპასუხოდ თქვა, რომ მთაწმინდაზე "გამოსაქანებელ ადგილს" აფართოებს. მან მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიიდან "გამოქანებისკენ" მოუწოდა.

კომენტარები