პრემიერი: კახას სიტყვებია არაეთიკური? არსებობს იუმორი და იუმორი ყოველთვის კარგია

კახას სიტყვებია არაეთიკური? ამის თქმა გსურთ? რომ კახას სიტყვებია არაეთიკური? - ეს კითხვაც კი თავის კითხვაში თქვენს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს. მე მარტივად გიპასუხებთ - ყველაზე ცუდი დასამახსოვრებლად, რაც ჩვენ გვქონდა უკანასკნელ არჩევნებში, ეს იყო სიძულვილის ენა და ეს არის მიუღებელი. სამწუხაროდ, ამ სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინ იყო, ესეც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, ყოველთვის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია, მათ შორის კახასი, არის, იყო და მუდამ იქნება, რომ ეს არის მიუღებელი, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების დიდი ნაწილი განაგრძობს იგივე რეჟიმში ცხოვრებას და რატომ? იმიტომ, რომ ეს მათი ცხოვრებისეული ფასეულობაა. ამასთან ერთად, არსებობს იუმორიც და იუმორი ყოველთვის არის ძალიან კარგი

პრემიერი მამუკა ბახტაძე თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებაზე, რომლითაც მან ოპონენტებს მთაწმინდიდან და ჰოლანდიიდან "გამოქანებისკენ" მოუწოდა.

კომენტარები